მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> The Economist - ქართული დემოკრატიის ჯანრთელობა დამაკმაყოფილებელი არ არის

გამოცემა The Economist-ი საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მისი გამჭვირვალედ ჩატარების აუცილებლობის შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებსა და კონტროლის პალატის ქმედებებს ვრცელ სტატიას უძღვნის. გამოცემა ფიქრობს, რომ ქართული დემოკრატიის ჯანრთელობა დამაკმაყოფილებელი არ არის.
'სააკაშვილი ამბობს, რომ მას ყველაზე თავისუფალი არჩევნები სურს, ისეთი არჩევნები, როგორიც საქართველოში არასდროს ჩატარებულა, მაგრამ ქართული დემოკრატიის ჯანრთელობა დამაკმაყოფილებელი არ არის', - წერს გამოცემა. 
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილის რუსეთის პროექტად წარმოჩენას, The Economist-ი მას 'საარჩევნო ტექნოლოგიების ტიპურ ხერხს' უწოდებს. 
'ბატონი ივანიშვილის დემონიზაცია უცხოური ზესახელმწიფოს მარიონეტად, ტიპური ხერხია საარჩევნო ტექნოლოგიებში. იმავეს თქმა შეიძლება მთავრობის გავლენის შესახებ ნაციონალურ არხებზე, რომლის საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობენ', - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, გამოცემის შეფასებით, შეშფოთების საფუძველს იძლევა კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებიც. 
'ამ სახელმწიფო ორგანიზაციას საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულირება ევალება. ბოლო დროს ოპოზიციის ათობით აქტივისტის დაკითხვას ბატონი ივანიშვილი 'დაშინებად' და 'ფსიქოლოგიურ ზეწოლად' აფასებს. კონტროლის პალატა ყველა მსგავს ბრალდებას უარყოფს. მაგრამ მან ბატონ ივანიშვილთან დაკავშირებული ორგანიზაციები 4 მილიონი დოლარით დააჯარიმა', - აღნიშნულია სტატიაში. 
სტატიის ქართულ თარგმანს Foreignpress-ი აქვეყნებს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები