მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> THE NEW YORK TIMES ქართველი ფოტორეპორტიორების საქმეს ეხმაურება

ჯაშუშების საქმე და ეროვნული რორშაჰის ტესტი საქართველოში,- ასეთის სათაურით აქვეყნებს გაზეთი THE NEW YORK TIMES სტატიას, რომელიც ქართველი ფოტორეპორტიორების საქმეს ეხება. 
'გასულ კვირაში, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიყიდვა აღიარა, ის საპატიმრო ვადის დაკისრებისა და ფულადი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. მაშინ როდესაც ქართველი ჩინოვნიკები საჯაროდ მწვავედ აკრიტიკებდნენ აბდალაძეს იმის გამო, თითქოს ის უსინდისო ჯაშუშურ კამპანიაში მონაწილეობდა, მისი თხუთმეტდღიანი სამართლებრივი დევნა ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო',-წერს ჟურნალისტი ელენ ბარი. 
სტატიის ავტორის აზრით, აბდალაძისა და დანარჩენი სამი ფოტოგრაფის წინააღმდეგ აღძრული საქმე გაურკვევლია იმ ფონზეც კი, როდესაც საქართველოში რუსეთის საიდუმლო ქმედებებთან დაკავშირებით სერიოზული შფოთი არსებობს. იმის გამო, რომ საქმე ბრალის აღიარებაზე შეთანხმებით დასრულდაInterPressNews.Ge, ისევე როგორც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეების უმრავლესობა, მას სასამართლოში არასდროს განიხილავენ, ხოლო თუკი ეს ოთხი ბრალდებული ამ თემაზე ილაპარაკებს და შეთანხმებას დაარღვევს, ისინი რამდენიმე წლით ციხეში აღმოჩნდებიან.
'საქმემ ქართულ საზოგადოებაში სერიოზული განხეთქილება გამოიწვია. არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ რუსეთის აგენტებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოს გარემოცვაში შეაღწიეს და არიან ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავრობამ უდანაშაულო ადამიანები რუსეთთან საკუთარ პრეტენზიებში ჩაითრია. დასავლელი ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ, ღირს თუ არა რუსეთთან კონფლიქტი ქართული ბრალდებების გამო, ფრთხილი შეფასებები გაისმა',-წერს ელენ ბარი და მოჰყავს რამდენიმე ციტატა:
'ბრალდებები უფრო ირიბი ხასიათისაა, ვიდრე პირდაპირი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რაღაც უფრო მეტი არსებობს', - განაცხადა დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც საქმეს 'ამ საზოგადოებისთვის ერთგვარი რორშაჰის ტესტი' უწოდა.
'ნამდვილი ტრაგედიაა საზოგადოებრივი ნდობის კოროზია სამართალდამცველი და განსაკუთრებით სასამართლო სისტემის მიმართ', - თქვა დიპლომატმა, რომელმაც პროტოკოლის თანამხად ანონიმად დარჩენა ისურვა. 'დასავლურ დედაქალაქებში ადამიანები უყურებენ ამას და უჩნდებათ კითხვა: ეს ალოგიკურ ექსტრემამდე დაყვანილი პარანოიაა? რას ხედავთ თქვენ ისეთს, რასაც დანარჩენები ვერ ხედავენ?'
ავტორი აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ფოტოგრაფები საზოგადოებრივ ცხოვრებას მოღალატეების იარლიყით დაუბრუნდნენ. InterPressNews.Ge
ელენ ბარი გიორგი აბდალაძესაც ესაუბრა. 'ინტერვიუს დროს, გათავისუფლებიდან ხუთი დღის შემდეგ, აბდალაძე სავარძელში იჯდა, მოხრილი, ჩაცვენილი თვალებით და საუბრის დაწყებამდე ითხოვდა ოთახიდან ყველა მობილური ტელეფონი გაეტანათ. ის საკმაოდ ფრთხილი იყო იმისთვის, რომ საკუთარ ბრალდებასა და აღიარებაზე ესაუბრა, არ არღვევდა რა საპროცესო შეთანხმების პირობებს. კითხვაზე უღალატა თუ არა მან საქართველოს, ის ძალიან ფრთხილად არჩევდა სიტყვებს - 'მთავარი, რაც მე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ბევრი ისეთი რამ მაქვს გაკეთებული, რაც ამას ადასტურებს. რაც შეეხება ბრალდებას, ამის შესახებ სასამართლოზე უკვე ვისაუბრე და გამეორება აღარ მინდა', - თუმცა ცხადი იყო, რომ მას სურდა რაღაცის ახსნა თავის თხუთმეტდღიან პატიმრობასთან დაკავშირებით.
'მე ვნახე ის, რაც მანამდე არასდროს მინახავს', - თქვა მან მიყრუებული ხმით, - ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ასეთი სიტუაციაში ომის შემდეგაც არ ვყოფილვარ. მე ხომ ომის შემდეგ გაბრაზებული ვიყავი. ახლა კი ეს ბრაზიც არ არის'.InterPressNews.Ge
ელენ ბარი შენიშნავს, რომ ეს საქმე თავიდანმე გამაოგნებელი იყო და არა მხოლოდ ეჭვმიტანილების დაპატიმრების მეთოდის გამო (ფორმიანმა ადამიანებმა მათ ღამის 2-დან 3 საათამდე მიაკითხეს, გააღვიძეს მათი ოჯახის წევრები და ბინები გაუჩხრიკეს), არამედ მათი ვინაობის გამოც.
'ბატონი სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი, 37 წლის ირაკლი გედენიძე თავისი ფოტოაპარატით აჩრდილივით მუდამ თან ახლდა პრეზიდენტს მრავალი წლის განმავლობაში. მისი მეუღლე ნათია, რომელიც ასევე ფოტორეპორტიორია, მასთან ერთად დააკავეს, თუმცა ორ დღეში გირაოთი გაათავისუფლეს. 38 წლის ზურაბ ქურციკიძე ფრანკფურტში ბაზირებულ European Pressphoto Agency-ში მუშაობდა.
38 წლის აბდალაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა, მაგრამ ამავდროულად ახალ ამბებსაც აშუქებდა; 2008 წელს აალებული შენობის ნანგრევებში მის მიერ გადაღებული ქალის ფოტო, რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის ერთ-ერთი ყველაზე ნიშნური იმიჯია.
მალევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებების გამოქვეყნება დაიწყო, რომ სამი ადამიანი, რომელთა დიდი ხნის მეგობრობა Facebook-ის გვერდებზეც დასტურდება, სინამდვილეში როგორც იატაკქვეშა ჯაშუშური რგოლი ისე მოქმედებდა.
InterPressNews.Geგედენიძემ და მისმა მეუღლემ ჩვენებები სამართალდამცველებს მალევე მისცეს. ქართულ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ვიდეოჩანაწერებში, გედენიძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ქურციკიძე ფოტოებს თავისი ფოტოსააგენტოს სახელით ყიდულობდა, მაგრამ მოგვიანებით შანტაჟის გზით აიძულა მას იმ დოკუმენტების გადაცემა, რომელიც მისი ვარაუდით უცხოეთის დაზვერვის წარმომადგენლებს გაეგზავნა.
საქმე საკმაოდ სერიოზული ჩანდა იმისთვის, რომ სააკაშვილს რუსულ რადიოსთან ინტერვიუში ის ქართული სისხლის სამართლის სისტემის გამორჩეულ საქმედ დაეხასიათებინა: ისეთი კარგი კავშირების მქონე ადამიანიც კი, როგორიც გედენიძეა, მისი თქმით, მართლმასჯულების წინაშე პასუხს აგებს',-წერს სტატიის ავტორი და იხსენებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას: - 'რაც შეეხება ჩემს პირად ფოტოგრაფს, მე ძალიან შევწუხდი და დღემდე, ძალიან, ძალიან შეწუხებული ვარ, მაგრამ ჩემი პირადი განცდები მეორეხარისხოვანია. არ შეიძლება აქ რაიმე პირადზე საუბარი'.
თუმცა, როგორც ავტორი წერს, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა მატულობდა.InterPressNews.Geჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართეს და მთავრობის პოზიციის დამადასტურებელ მტკიცე სამხილებს მოითხოვდნენ. აბდალაძემ, რომელმაც ადვოკატად პოლიტიკური ოპოზციის ცნობილი წარმომადგენელი აიყვანა, წერილი გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ ბრალდებები მას 26 მაისს პოლიციის მხრიდან სასტიკად დარბეულ მიტინგზე გადაღებული ფოტოების გავრცელების გამო წაუყენეს. ის ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო.
რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც ადვოკატებმა სექტემბრისთვის დაგეგმილი სასამართლო პროცესისთვის მომზადება დაიწყეს, საქმე შეფერხდა. ქურციკიძის და აბდალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი კლიენტები ჯაშუშობის ბრალდების აღიარებაზე დათანხმდნენ. ისინი გამოსაცდელი ვადით გაათავისუფლეს და პირობითი სასჯელი - ექვსი თვიდან სამ წლამდე მიუსაჯეს. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ შეხვდა ბრალდებულებს ვიდრე ისინი ციხეში იმყოფებოდნენ და არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ მათი აღიარება ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი იყო.
InterPressNews.Ge'გარკვეული თვალსაზრისით, შედეგში უცნაური არაფერია. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის თომას ჰამარბერგის ბოლოდროინდელი ანგარიშის თანახმად, 2010 წელს, სისხლის სამართლის საქმეების 80% საქართველოში აღიარებით და საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. განაჩენების გამოტანის ხისტი პრაქტიკისა და სასამართლოში გარდაუვალი გამტყუნების მოლოდინის გამო (შარშან პირველი ინსტანციის სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების საშულო წილი 0,2% იყო) საპროცესო შეთანხმებების სისტემამ ბრალდებულთა წინააღმდეგობა გაართულა, იმის მიუხედავად, სურთ თუ არა მათ სასამართლოში განაცხადონ საკუთარი უდანაშაულობის შესახებ, ნათქვამია ანგარიშში.
მაგრამ ეს საქმე უჩვეულოა იმ მხრივ, რომ ისეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა ადამიანებმა, როგორებიც ფოტოგრაფები იყვნენ, პატიმრობას გადაურჩნენ, და ეს აჩენს კითხვას: მართლაც ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მტკიცებულებები მათი გასამართლებისთვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა, გასულ კვირაში განაცხადა, რომ 'იმ ადამიანის გათავისუფლება, ვინც მტერს ომის დროს ინფორმაციას აწვდიდა, მორალური თვალსაზრისით კარგად არ გამოიყურება'.InterPressNews.Ge
'ეს ნებისმიერ უცხოელს და ანალოგიური სამსახურის წარმომადგენელს მართლაც უცნაურად მოეჩვენება, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს გარიგების თემაა ბრალდებასა და ეჭვმიტანილს შორის', - თქვა უტიაშვილმა. 'და ერთადერთი გზა, რომ ამ ადამიანებს ელაპარაკათ, მათთვის მინიმალური სასჯელის შეთავაზება იყო'.
მან განაცხადა, რომ ფოტოგრაფებმა ჯაშუშურ ქსელზე მათ ღირებული ინფორმაცია და უამრავი საიდუმლო დოკუმენტი მიაწოდეს, რომელიც წარსულში რუსებისთვის ჰქონდათ მიყიდული. მათი კომპიუტერების შესწავლის დროს შსს-მ რუსეთში გაგზავნილი მასალის '1%-ზე ნაკლები' მოიძია, განაცხადა უტიაშვილმა. მისი თქმით დოკუმენტებს შორის იყო პრეზიდენტის დაცვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ძველი პროტოკოლები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა, რომელიც ქურიციკიძეს იცავდა, განაცხადა, რომ საქმის მასალები მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სასამართლო პროცესზე ის იდავებდა იმაზე, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი დადასტურება იმისა, რომ ეს დოკუმენტები ბრალდებულთა კომპიუტერებში აღმოაჩინეს.InterPressNews.Ge
ბოლოს ბატონმა უტიაშვილმა განაცხადა: ფოტოგრაფებს შეეძლოთ სერიოზულად ევაჭრად პროკურორებთან, რადგან მათ კარგი კავშირები აქვთ ჟურნალისტებთან და იმის გამოც, რომ საჯაროობა ამ საქმეში საქართველოს დემოკრატიული იმიჯის შელახვის საფრთხეს ქმნიდა. იმ მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მათ საზოგადოებამ აღმოუჩინა, შესაძლოა, მათთვის სამი ან ხუთ წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მაგრამ ასეთი დონის მხარდაჭერამ მათ მაქსიმუმის მოთხოვნის შესაძლებლობა მისცა. და ასეთ დროს ჩვენ რა შეიძლება ვიღონოთ?'- განცხადა უტიაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები