მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „The wall street journal“: საქართველო დემოკრატიის მაგალითია

გავლენიანი მედიასაშუალება „The wall street journal' საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ ვრცელ ანალიტიკურ სტატიას უძღვნის და წერს: „ერთ დროს კარჩაკეტილი მილიონერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის პარტიამაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მალე პრემიერ-მინისტრიც გახდება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს გადადგომისაკენ მოუწოდებს.'

„არჩევნებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა წააგო, რომელიც ქვეყანას 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მართავდა და შეძლო საქართველოს ეკონომიკური აღორძინება და ამერიკის შეერთებლი შტატებთან გაერთანება', - წერს მედიასაშუალება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის საგარეო ურთიერთობებს, სტატიის ავტორი, ალან კულისონი წერს, რომ მას  სურს კრემლთან ურთიერთობის აღდგენა და ამასთანავე, არ უნდა ძირი გამოეთხაროს დასავლეთთან ურთიერთობას.

უცხოური ტაბლოიდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მოიხსენიებს, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იშვიათი დემოკრატის მაგალითს, რომლის დამადასტურებლადაც პრეზიდენტის ქმედება მოჰყავს:

„ბატონმა სააკაშვილმა არჩევნების მეორე დღეს მოსახლეობას  საკუთარი კაბინეტიდან ტელევიზიით მიმართა განაცხადა, რომ მისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია ივანიშვილის პარტიის პოლიტიკა, მაგრამ მათ გამარჯვებას პატივს სცემს და ქვეყნის მართვისაკენ მოუწოდებს.'

სტატიის ავტორი ბოლოს წინასაარჩევნო კამპანიასაც ეხება და აღნიშნავს, რომ, ივანიშვილი, რომელიც რუსეთში 1990-იან წლებში გამდიდრდა, პარტიის დაარსების შემდეგ პოლიტიკაში 200 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები