მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Washington Post: სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არას­წორ გზას და­ად­გა

Washington Post-მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არას­წორ გზას და­ად­გა. Washington Post-ი გან­მარ­ტავს, რომ წე­რილ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლია არა კონ­კრე­ტუ­ლი ავ­ტო­რის, არა­მედ მთე­ლი სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს პო­ზი­ცია. Washington Post-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ბა­რე­ბის ფაქ­ტი, დე­მოკ­რა­ტი­ის ტრი­უმ­ფად აქვს შე­ფა­სე­ბუ­ლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ფაქ­ტმა წა­მოს­წია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კით­ხი - შეძ­ლებ­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მის მო­დე­ლი გამ­ხდა­რი­ყო, 'თუ უკ­რა­ი­ნის გზას და­ად­გე­ბო­და, სა­დაც ლი­ბე­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბამ მა­თი ლი­დე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა და რუ­სუ­ლი სტი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­ის­კენ მიბ­რუ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია'. 'სამ­წუ­ხა­როდ, ახალ რე­ჟიმს, რო­მელ­საც მი­ლი­არ­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სულ ცო­ტა დრო დას­ჭირ­და ამ კით­ხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 20-ზე მე­ტი ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი და­ა­პა­ტიმ­რა. მათ შო­რის არი­ან თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რომ­ლის ვა­და კი­დევ ერ­თი წე­ლი არ იწუ­რე­ბა, ხე­ლი შე­უწ­ყო ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბას, ივა­ნიშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მო­ით­ხო­ვა მი­სი გა­დად­გო­მა და ამავ­დრო­უ­ლად მი­ა­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­კავ­ში­რე­ე­ბის დევ­ნა მა­ნამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ ის არ გა­დად­გე­ბა. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ პრე­ზი­დენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა შე­ამ­ცი­რა და ზე­წო­ლას ახ­დენს ოპო­ზი­ცი­ის დე­პუ­ტა­ტებ­ზე, რა­თა ისი­ნი მმარ­თვე­ლი ძა­ლის რი­გებ­ში გა­და­იყ­ვა­ნოს. ამავ­დრო­უ­ლად, ავიწ­რო­ებს მე­დი­ას, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი სიმ­პა­თი­ი­თაა გან­წყო­ბი­ლი', - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში. Washington Post-ი ასე­ვე სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს სწრაფ­ვას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 'ივა­ნიშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლებს დაჰ­პირ­და, რომ გა­აგ­რძე­ლებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის სტრა­ტე­გი­ას ევ­რო­კავ­ში­რის და ჩრტი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე. ამის მი­უ­ხე­და­ვად, უგუ­ლე­ბელ­ყო ევ­რო­კავ­ში­რის, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა გაფ­რთხი­ლე­ბე­ბი 'პო­ლი­ტი­კურ მტრებ­თან ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის' შე­სა­ხებ. უფ­რო მე­ტიც, ივა­ნიშ­ვი­ლი და მი­სი მო­კავ­ში­რე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის და სხვა­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბის დაწ­ყე­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ მა­თი მო­ვა­ლე­ო­ბაა გა­ა­სა­მარ­თლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად ხში­რად ბო­რო­ტად იყე­ნებ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბას - და მარ­თლაც, შე­საძ­ლოა, ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბიც არი­ან. მაგ­რამ მათ მი­ერ დაწ­ყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო კა­ნონ­დარ­ღვე­ვებს ეხე­ბა, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ასე რომ, თუ ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს სე­რი­ო­ზუ­ლად სურს და­სავ­ლე­თის მთავ­რო­ბე­ბის­თვის იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი და­სავ­ლეთ­შია, ის იგ­ნო­რი­რე­ბას გა­უ­კე­თებ­და ასეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო დარ­ღვე­ვებს და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას უც­ხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის ნდო­ბის აღ­დგე­ნა­ზე მო­ახ­დენ­და - რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლია არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ'' , - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში. Washington Post-ის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ აშშ-ში ვი­ზი­ტის გა­და­დე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი­სად­მი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას გა­ნაგ­რძობს, მას ვა­შინ­გტონ­მა არ უნ­და უმას­პინ­ძლოს. 'პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრად ქცე­ულ­მა მაგ­ნატ­მა გა­სულ კვი­რას გა­ნაც­ხა­და, რომ მი­სი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­და­ი­დო, რაც კარ­გია. სა­ნამ ის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბას აგ­რძე­ლებს და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბას ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ლი­დე­რის ვი­ზი­ტი ვა­შინ­გტონ­ში მი­სა­სალ­მე­ბე­ლი არ უნ­და იყოს', - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში. 

ტაბულა 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები