მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> WikiLeaks – აშშ საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნით შეშფოთებული იყო

შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნით შეშფოთებული იყო .  ამის შესახებ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ მასალაშია ნათქვამი, რომელშიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თინა ქეიდენაუსთან საუბრის შინაარსია გადმოცემული. 
თბილისში აშშ-ს საელჩოდან გაგზავნილი ტელეგრამიდან ირკვევა, რომ შეერთებული შტატები, შეშფოთებას გამოთქვამდნენ ორი წლის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო. ტელეგრამაში ასევე საუბარია სასამართლოსა და დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იმაზე თუ რა არის სააკაშვილის აზრით ქართული მედიის 'ფუნდამენტური პრობლემა'.
ტელეგრამის მიხედვით, 2009 წლის სექტემბერში პრეზიდენტ სააკაშვილთან გაცნობითი შეხვედრის დროს ქეიდენაუმ მას დემოკრატიულ რეფორმების კუთხით პროგრესისკენ მოუწოდა, 'რაც იქნება საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის გასაზრდელად და შიდა სტაბილურობის ხელის შესაწყობად, როგორც ამის თაობაზე მანამდე ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა'.
'ქეიდენაუმ შეშფოთება გამოხატა თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალიას დანიშვნასთან დაკავშირებით, აღნიშნა რა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მისი ცუდი წარსული. სააკაშვილმა მაშინვე უთხრა ქეიდენაუს, რომ მას არ ესმის, თუ რატომ არის მისი ამ საკადრო არჩევანის გამო საერთაშორისო კრიტიკა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროს, ახალაია პასუხისმგებელი იყო გამკლავებოდა მაფიას საქართველოში და შედეგად საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით უფრო მეტი წარმატება ქონდა, ვიდრე სხვა რომელიმე ყოფილ საბჭოთა ქვეყანას. სააკაშვილის მტკიცებით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ ვერ მიაღწია რეალურ პროგრესს რეფორმების კუთხით და რომ ის უკეთესი დიპლომატი იყო, ვიდრე მინისტრი და რომ ის (სააკაშვილი), როგორც პრეზიდენტი, ვალდებული იყო (2009 წ-ის მაისის) მუხროვანის გადატრიალების მცდელობისთვის სიხარულიძესთვის პასუხი მოეთხოვა', - ნათქვამია ტელეგრამაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სააკაშვილმა მოუწოდა ქეიდენაუს და სხვა ოფიციალურ პირებს, არ ეჩქარათ ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა და ქეიდენაუს შესთავაზა ახალაიას თანამდებობაზე მუშაობის შეფასება გაეკეთებინა. ხოლო ქეიდენაუმ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს გაეაზრებინა, თუ რა გავლენა იქონია ამ დანიშვნამ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე და ხაზი გაუსვა მსგავსი ქმედებისგან მომავალში თავის შეკავების მნიშვნელობას. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები