მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> WikiLeaks – თინა ქეიდენაუმ საქართველოს დამაბრკოლებლად კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული არასაკმარისი პროგრესი დაასახელა

საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარების მთავარ დაბრკოლებად არა რუსული სამხედრო საფრთხე, არამედ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული არასაკმარისი პროგრესია . როგორც WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ მასალაშია ნათქვამი, ამის შესახებ 2009 წლის სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თინა ქეიდენაუმ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან 2009 წლის სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
თბილისში აშშ-ს საელჩოს მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი ტელეგრამის მიხედვით, ქეიდენაუმ უთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ თბილისში ვიზიტისას ის შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს წევრებს.
'ისინი დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მთავარ დაბრკოლებას არა რუსეთის სამხედრო ყოფნიდან მომავალი საფრთხე, არამედ კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით არასაკმარისი პროგრესი და შიდა პოლიტიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებული შეშფოთება წარმოადგენდა. ქეიდენაუმ აღნიშნა, რომ ბიზნეს წრეებს კონკრეტულად მხედველობაში აქვთ მთავრობის მხრიდან სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლა, როგორც კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამაბრკოლებელი ფაქტორი', - ნათქვამია ტელეგრამაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სააკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა უფრო ნაკლებად კორუმპირებულია, ვიდრე სხვაგან სამეზობლოში, მათ შორის თურქეთში. 
'მან საქართველოს რეფორმები დაახასიათა, როგორც 'პროცესი'. მან თქვა, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდა, ამბიციური მოსამართლეები, რომლებსაც კარგი ანაზღაურება აქვთ, მაგრამ სჭირდებათ უფრო მეტი განათლება და დასავლეთთან ზიარება, რათა გააუმჯობესონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აღარ მონაწილეობდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები