მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> WikiLeaks – საქართველოს შესაძლოა, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა დაეტოვებინა

ბელორუსის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემთხვევაში საქართველოს შესაძლოა, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა დაეტოვებინა . როგორც WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ მასალაშია ნათქვამი, ამის შესახებ 2009 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თინა ქეიდენაუსთან შეხვედრაზე განაცხადა.
თბილისში აშშ-ს საელჩოს მიერ ვაშინგტონში გაგზავნილ ტელეგრამაში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა შეხვედრა დაიწყო შეშფოთების გამოხატვით, რომ ვენესუელას მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სხვათა მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოყვებოდა.
'მან განაცხადა, რომ ბელორუსი გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს დასავლეთი სწრაფად იმოქმედებს, რათა ბელორუსის ამგვარი ნაბიჯი არ დაუშვას. ქეიდენაუმ უთხრა სააკაშვილს, რომ ბელორუსი არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადია, მაგრამ დაპირდა, რომ აშშ გააკეთებს რაც შეუძლია, რათა ხელი შეუშალოს ზოგადად აღიარების პროცესს, ხოლო კონკრეტულად ბელორუსის საკითხზე ევროპელებთან იმსჯელებს', - ნათქვამია ტელეგრამაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სააკაშვილს ეტყობოდა, რომ ის ნაკლებად წუხდა აფრიკის ქვეყნების მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარების შესაძლებლობაზე. 
'მან უთხრა ქეიდენაუს, რომ თუ ბელორუსი გადაწყვეტდა აღიარებას, საქართველო ვეღარ შეძლებდა ბელორუსთან მუშაობას ევროკავშირის ახლად შექმნილი 'აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის' ფარგლებში. აღიარების შემთხვევაში თუ ევროკავშირი არ გააძევებდა ბელორუსს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, მაშინ საქართველოს მოუწევდა მისი დატოვება. ქეიდენაუმ სააკაშვილს ევროკავშირთან ახლო კოორდინაციისკენ მოუწოდა და ურჩია არ განეხორციელებინა ნაჩქარევი ქმედებები, რაც კონტრპროდუქტიული იქნებოდა და დააზიანებდა საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან', - ნათქვამია ტელეგრამაში.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები