მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> World Politics Review - დემოკრატიის სტაგნაცია საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმურობას ემუქრებ

დემოკრატიის სტაგნაცია საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმურობას ემუქრება, - სტატიას ასეთი სათაურით გამოცემა World Politics Review აქვეყნებს. 
წერილის ავტორი მაიკლ ჩეჩირე წერს, რომ საქართველო ნდობას კარგავს, რადგან ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით არანაირი პოლიტიკური პროგრესი არ არსებობს. იმით, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ძვრა არ აქვს, მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ხელისუფლების ლეგიტიმურობას ავნოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან.
'როდესაც ქართველი ოპოზიციონერი და სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძე მაისში თავის მხარდამჭერებთან ერთად თბილისის ქუჩებში გამოვიდა, დემონსტრანტთა რიტორიკა სავსე იყო ისეთი გამონათქვამებით, რომელსაც არაბულ სამყაროში საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა და რამდენიმე ავტორიტარული მთავრობის დამხობა მოჰყვა', _ წერს ჩეჩირე. 
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მაისის პროტესტი რევოლუციაში არ გადაზრდილა - ის შთამბეჭდავი იყო არა მასშტაბით, არამედ დრამატულობით. 
'26 მაისს მომიტინგეთა შეუპოვარმა ჯგუფმა უარი თქვა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაზე მას შემდეგაც, რაც მიტინგის ლეგიტიმური ვადა ამოიწურა, რაც პოლიციის მიერ აქციის დარბევით, ათობით ადამიანის დაშავებით და ორი ადამიანის დაღუპვით დასრულდა. მაშინ როდესაც, საერთაშორისო წარმომადგენლებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს პოლიციის ქმედება, როგორც არაპროპორციული, საქართველოს მთავრობა აქციის მონაწილეებს ებრძოდა და მათ კრემლის მოგზავნილ 'მეხუთე კოლონას' ეძახდა', _ წერს მაიკლ ჩეჩირე.
თუმცა იქვე ამატებს, რომ ბურჯანაძის ღიად პრორუსული პოზიციის, ასევე ოპორტუნისტული პოლიტიკური კარიერის გამო, შეიძლება ივარაუდო, რომ მთავრობის ბრალდებებში სულ უსაფუძვლოც არ არის, თუმცა მთავრობის მიერ ოპონენტების საქმიანობის შეზღუდვა აძლიერებს იმ განცდას, რომ საქართველოს მმართველი ელიტა ნამდვილი დემოკრატიული სისტემის აშენებას არ აპირებს.
'მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში თავისუფლებების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, პოლიტიკური თავისუფლების მაჩვენებელი იმაზე მეტად გაუარესდა, ვიდრე ის იყო ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კლეპტოკრატიული რეჟიმის პირობებში. მაშინ, როდესაც გარკვეული დროის განმავლობაში უზარმაზარი სასიკეთო ცვლილებები ადმინისტრირების, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სფეროში კარგი საშუალება იყო უსიამოვნო წარსულთან შედარებებისგან ყურადღების გადასატანად, მუდმივი ორნიშნა ინფლაცია, უმუშევრობის უზარმაზარი მაჩვენებელი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არასაკმარისი მოცულობა, ამცირებს რეალური ეკონომიკური ზრდის შანსებს, რაც 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' მთავარი დაპირება იყო', _ წერს მაიკლ ჩეჩირე World Politics Review-ში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები