მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> projects >> 'ანაბანა ამერიკაში'


2012 წლის 6 მაისს აშშ-ში, ნიუ-იორკში პირველად გაიმართება 'ჯეოსტარისა' და 'ანაბანას' საკონკურსო შოუ.
ქართულ ტელე-სივრცეში' ჯეოსტარი' და 'ანაბანა'წარმატებული მუსიკალური პროექტებია, რომელთა საშუალებით ჩვენმა საზოგადოებამ არა ერთი პროფესიონალი მომღერალი შეიძინა.
ამერიკასა და კანადაში ამ შოუს მიზანია აღმოაჩინოს და წარუდგინოს ქართველ მსმენელს სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში მყოფი ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლები.გამარჯვებულთა ვინაობა დადგინდება გალა-კონცერტზე დამსწრეთა გამოგზავნილი SMS-ების და ჟიურის მიერ.
ჟიურის წევრები: მარინა ბერიძე, ლანა ქუთათელაძე და ნიკა მემანიშვილი
კონცერტის წამყვანები: სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტატიშვილი
კონკურსში გამარჯვებულებს(3 ფინალისტი ' ჯეოსტარი' და 3 ფინალისტი 'ანაბანა' ) საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ კონცერტზე,რომელიც ჩატარდება თბილისში.
მსურველები , გთხოვთ დაგვიკავშირდით : info@georgianamerica.com-ზე ან ტელეფონით 347 656 1946 (ნატალი გოდერძიშვილი)
შესარჩევი ტური ჩატარდება:' ანაბანა' -30 აპრილი,2012
'ჯეოსტარი' -1 მაისი, 2012
ორგანიზატორები:საერთაშორისო ფესტივალი 'ჩვენებურები' და ფონდი Georgian America , საქართველოს კულტურის სამინისტრო, Studio STVR და სტუდია 'ფესვები'

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები