მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> projects >> ახალი პროექტი დიასპორის წარმომადგენლებისთვის

ძვირფასო თანამემამულენო!

გაცნობებთ, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლების ინიციატივით და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით მზადდება პროექტი, რომლის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს www.itv.ge საიტზე განთავსების მიზნით ეძლევათ შესაძლებლობა HD ფორმატში გადაიღონ ვიდეო რგოლები რუბრიკების მიხედვით (ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ). რუბრიკების თემატიკა გეცნობებათ წინასწარ და თითოეულ რუბრიკის გამოსაგზავნად მოგეცემათ განსაზღვრული ვადა. შავი მასალის ხანგრძლივობა რუბრიკების მიხედვით უნდა იყოს არა ნაკლებ 10 წუთისა.

პროექტის მონაწილეების მოტივაციის ასამაღლებლად ყოველთვიურად შეირჩევა საუკეთესო რგოლი, რომლის ავტორი წახალისებულ იქნება. ყოველი რუბრიკის გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. წლის განმავლობაში კი ყველაზე მეტი გამარჯვებული რუბრიკის ავტორი მიიღებს წლის გამარჯვებულის სტატუსს და სხვადასხვა სახის ჯილდოს.
გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ გასულ სიუჟეტებს, განიხილონ და თავიანთი კომენტარებით შეაფასონ სხვათა ნამუშევრები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სტატიები დიასპორულ თემატიკაზე, რომლებიც განთავსედებიან შემდეგ საიტზე www.presa.ge გამოქვეყნებული სტატიების ავტორები მიიღებენ ფულად ანაზღაურებას.


მასალები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:

skype: geo_diaspora;


რუბრიკები:

1. ‘’ჩვენი ერთი დღე’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები აღწერენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას. შესაძლებელია ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში გაკეთდეს რამდენიმე ადამიანის (შესაძლოა იყვნენ როგორც ცნობილი, ასევე არაცნობილი ქართველები) ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერა, ერთი და იგივე ან ერთი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

2. ‘’ჩემი უცხოელი მეუღლე’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები მოგვიყვებიან და გაგვაცნობენ თავიანთ უცხოელ მეუღლეებს, მათი სიყვარულის და ოჯახის შექმნის ისტორიას, თანაცხოვრების ამბებს და მათი სხვადასხვა ერისადმი კუთვნილების გამო გადამხდარ სახალისო ისტორიებს.

3. ‘’როგორ მახსენდება საქართველო’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები გაგვიზიარებენ თავიანთ მოგონებებს და ემოციებს საქართველოს შესახებ, რა ახსოვთ, როგორი იყო მათი ბავშვობა, მძიმე წლები, ტკბილი მოგონებები, ჩვენი ქვეყნის მიღწეული წარმატებების სიხარული, ყველასგან განსხვავებული ხალხის და ტრადიციების მონატრება და ა.შ.

4. ’’ჩვენი შვილები’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები გაგვაცნობენ თავიანთ შვილებს, როგორ ზრდიან, როგორ უნარჩუნებენ თვითმყოფადობას, როგორ სწავლობენ, როგორ დაყავთ ქართულ ცეკვასა და სიმღერაზე და სხვა.

5. ‘’საქართველოში რომ დავბრუნდები...’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მოგვიყვებიან თუ რას გააკეთებენ ისინი რომ დაბრუნდებიან საქართველოში, ან ჯერ პირველ რიგში რას გააკეთებენ (მაგალითად გაიქცევიან გოგირდის აბანოებში, წავლენ სახინკლეში, სასწრაფოდ მოინახულებენ მშობლიურ სოფელს ან სკოლას და ა.შ.).

6. ‘’ჩვენი უცხოელი მეგობრები’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები გაგვაცნობენ თავიანთ უცხოელ მეგობრებს, როგორ ერთობიან, რა ასწავლეს საქართველოს შესახებ, ასწავლეს თუ არა ყანწით ღვინის სმა და ა.შ.

7. ‘’აქ ჩვენით ამაყობენ’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები გაგვაცნობენ თავთავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს და იმ ქვეყნის მოქალაქეების შეფასებებსა და კომენტარებს ამ ადამიანების შესახებ.

8. ‘’კეთილი სურვილები საქართველოს’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები გაგვაცნობენ მათ სურვილებს და რჩევებს საქართველოს შესახებ (მაგ. რომ კიდევ უფრო უნდა გავუფრთხილდეთ ერმანეთს, რომ საქართველოსთანა ქვეყანა არსად არაა და ერთი სული აქვთ როდის ჩამოვლენ, რომ შეიძლება ჩვენ ამას შიგნიდან კარგად ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ისინი შორიდან უფრო კარგად ხედავენ თუ საქართველო როგორ სწორად და სწრაფად ვითარდება და ახალა საჭიროა მხოლოდ მშვიდობა და ცოტა მოთმინება და ა.შ.).

9. ‘’დიასპორული სახალისო ამბები’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მოგვიყვებიან თავიანთ სახალისო ისტორიებსა და ანეგდოტებად ქცეულ ამბებს, რომელიც ვფიქრობთ რომ ძალზედ ბევრი და სახალისო იქნება.

10. ‘’საქართველო და ჩემი სიყვარული’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მოგვიყვებიან თავიანთ საქართველოში დარჩენილი მეუღლეების, საცოლეების, შეყვარებულების შესახებ და კიდევ ერთხელ ან პირველად აუხსნიან მათ სიყვარულს. შესაძლებელია ასევე აქცენტები სკყპე-თ ფაცებოოკ- ით და სხვა ელექტრონული საშუალებებით გაცნობილ დიასპორასა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებსაც ერთი სულ აქვთ როდის შეხვდებიან ერთმანეთს (ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა დასრულდა ქორწინებით).

11. ‘’ქართველების კვალი’’ - ამ რუბრიკაში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მოგვიყვებიან, თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნაბში ქართველების კვალის არსებობის შესახებ (მაგ. გერმანიში რომ იყო ვიღაც დიდი ქართველი ისტორიული პირი ჰიტლერის თანაშემწე, ან რევოლუციონერი, ან უფრო მანამდე მეფის ცოლი ან მხედართმთავარი, დიდი მეცნიერი, ოპერის მომღერალი და ა.შ.).

12. ‘’კერძი, რომელიც ქართველებს მოგეწონებათ’’ - ამ რუბრიკაში ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები გაგვაცნობენ თავიანთი ადგილსამყოფელი ქვეყნების სამზარეულოებს რომელიც სავარაუდოდ ქართველების გემოვნებაში უნდა ჩაჯდეს.

13. თავისუფალი თემა - ამ რუბრიკის თემატიკა არის თავისუფალი.

გარდა ამისა, ასევე, იქნება ყოველკვირეული ახალი ამბები და რუბრიკები სასულიერო და საერო დღესასწაულებთან დაკავშირებით (როგორ ვხვდებით ახალ წელს, შობას, აღდგომას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ა.შ.)

 

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები