|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ ქართული კალიგრაფიის კონკურსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებენ და მისი მიზანია ახალგაზრდებში ხელით წერით კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კალიგრაფიის კონკურსი მეორე წელია ტარდება. გასულ წელს კონკურსში მხოლოდ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, წელს მათ სტუდენტები და სხვა ზრდასრული, დაინტერესებული პირები დაემატნენ, მათ შორის ემიგრანტი ქართველები. კალიგრაფიის კონკურსი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ტარდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ 6 000 ლარი პროექტის საპრიზო ფონდისთვის გამოყო. რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კონკურსანტები სერტიფიკატებთან ერთად, სერიოზულ ფულად ჯილდოებსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ. გამარჯვებულებს 14 აპრილს, დედაენის დღეს გამოავლენენ, მანამდე კონკურსანტებს 3 ეტაპის გავლა მოუწევთ.
რუსთავი 2
მ.ბ
|
|
|
|
მსგავსი თემები
|
|
|
|
|