მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> projects >> ITV-საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების საქმიანობის შესახებ სიუჟეტებს მოამზადებს

კავკასიის ინტერნეტ-მედიაჯგუფსა და საქართველოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც აღნიშნული მედიაჯგუფი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების საქმიანობის შესახებ სიუჟეტებს მოამზადებს.

როგორც კავკასიის ინტერნეტ-მედიაჯგუფის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა,  ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიერ 25 ქვეყანაში მომზადებული სიუჟეტები ITV-ს ეთერში იანვრის მეორე ნახევრიდან გავა.

'პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის მონაწილეობით გადაცემების შექმნას და მათში ქართული დიასპორის ცხოვრებისა და საქმიანობის რაც შეიძლება, სრულად ასახვას ითვალისწინებს. მსოფლიოს 25 ქვეყნიდან გამოიგზავნება ვიდეომასალა, რომელიც ჩვენს მიერ დამონტაჟდება და ეთერში გავა. ვიმედოვნებთ, რომ გარკეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული გადაცემები სატელევიზიო არხის საშუალებითაც გადაიცემა და ჩვენ მუშაობას ამ მიმართულებითაც შევძლებთ', - განაცხადა კაპანაძემ.

'აღნიშნული პროექტი საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრები ქართველების დაახლოებას და მათ შორის კომუნიკაციის დამყარებას შეუწყობს ხელს. არიან ადამიანები, რომლებიც პროდუქტს ქმნიან და მათ შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მე უკვე ოცი წელია, საზღვარგარეთ ვმოღვაწეობ და ჩემს მიერ მომზადებული ღონისძიებების 80 პროცენტი ჩვენი ხალხისთვის თითქმის არ არის ცნობილი. ასე ხდება სხვა მოღვაწეთა შემთხვევაშიც. ამიტომ აღნიშნული პროექტის განხორციელებას მხოლოდ მივესალმები',- განაცხადა ლაშა ონიანმა.

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები